ქუთაისის მერიის შენობის თავზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
თარიღი : 25-02-2019, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის შენობის თავზე, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.