"ვთხოვ ქუთაისის მერს, გამოვიდეს თბილი კაბინეტიდან და შეხედოს ქალაქის რეალობას"
თარიღი : 9-02-2014, 18:36 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გია გოქაძე ქალაქის მერს ქუთაისში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობას სთხოვს.
გოქაძე ქუთაისის მერის გუშინდელ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება, რომელზეც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ კედლის ჩამონგრევა და ნგრევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის დაშავება, "ნაციონალური მოძრაობის" უხარისხოდ შესრულებული სამუშაობის შედეგია.
"მინდა, მოვუწოდო ქუთაისის მერს, გამოვიდეს იმ კაბინეტიდან და გადმოდგას ფეხი შავი “ჯიპიდან”, რადგან უკეთ გაიგოს, რა ხდება ქუთაისში. მას სურს, კედლის ჩამონგრევა და მამაკაცის დაშავება "ნაციონალებს" დააბრალოს. ქუთაისის მერი ხარ, დაავალე შესაბამის სამსახურებს, ნახოს, თუ რომელი შენობაა ავარიული, თუ რომელი შენობა უნდა შეკეთდეს ან გამაგრდეს, წლების წინ რეაბილიტირებული ბათქაშის ჩამონგრევას თავდაცვის მიზნით, ჩვენ რომ გვაბრალებ", - აცხადებს გოქაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში გუშინ კედლის ბათქაში ჩამოინგრა და ნანგრევები 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია მოთავსებული.