Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეთნოგრაფიული გუნდის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა ვანის სოფელ ყუმურში

თარიღი : 22-02-2019, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთნოგრაფიულ გუნდ „დუცხუნი“-ს 40 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა და გუნდის სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

საიუბილეო ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

ეთნოგრაფიული გუნდი „დუცხუნი „ 40 წლის მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეს.
მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ერის ისტორიის, კუთხისათვის დამახასიათებელი თვითმყოფადობის გამოხატვა თავიანთ შემოქმედებაში.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ამირან ადეიშვილი, შალვა ცხვარაძე, გივი ჯულაყიძე, ნოდარ ჯულაყიძე, რომან ჭაფოძე, შაქრო ჯულაყიძე, ამბერკი მინაშვილი, ნიკოლოზ ცხვარაძე, გიორგი ჯულაყიძე, ჯიმშეთი ჯულაყიძე, ბიჭიკო ჭაფოძე, როსტომ ჯულაყიძე, ტედალი ჯულაყიძე და გუნდის ხელმძღვანელი გივი ჭაფოძე.

ყუმურში მოღვაწე ეთნოგრაფიულმა გუნდმა „დუცხუნი“, 1980 წელს პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა მხატვრული თვითშემოქმედების მესამე რესპუბლიკურ დასკვნით ტურში გამარჯვებისათვის, 1987 წელს კი ერთი სიმღერის სატელევიზიო ფესტივალზეც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

1988 წელს გუნდმა ბორჯომში , კომპოზიტორთა სიმპოზიუმზე პირველი ადგილი დაიკავა, ამავე წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ხალხური შემოქმედებით პირველობაზე გუნდმა ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი. 1996-1997 წლებში ჩოხატაურში გამართულ სიმპოზიუმზე გუნდი „დუცხუნი“ ორჯერ ზედიზედ გახდა პირველი ადგილის მფლობელი. 1994 წელს სოფელ ყუმურში, სპეციალურად ეთნოგრაფიული გუნდის „დუცხუნი“ -ს შემოქმედების გასაცნობად შვედი გერმანელები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს მათი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა.

სამწუხაროდ დღეს გუნდის ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე წევრი დარჩა ცოცხალი, თუმცა ამჟამად მოღვაწე ახალი თაობის წარმომადგენლები ღირსეულად იცავენ გუნდის მიერ დატოვებულ ეროვნულ ღირებულებებს.

ღონისძიების დასასრულს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყუმურის სასოფლო კლუბთან არსებული ეთნოგრაფიული გუნდ „დუცხუნი“-ს სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

ამავდროულად ეთნოგრაფიულ გუნდ „დუცხუნი“-ს წევრებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


ნანახია: 630-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
'ტიციანობასთან' დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი

ამინდი