Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

თარიღი : 22-02-2019, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი როლანდ კოპალიანი გახდა. ის აკადემიურმა საბჭომ 15 ხმით აირჩია. რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ნიშნიანიძემ საბჭოს მხოლოდ 2 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.

როლანდ კოპალიანი, რომელიც სასწავლებელში რექტორის აპარატის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, აწსუ-ს მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ახალი რექტორი სპეციალობით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია. 2016 წლიდან დღემდე აგრალური ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორია. 2011-16 წლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო.

სასწავლებლის უკვე ყოფილი რექტორი პროფესორი გიორგი ღავთაძე უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 6058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცნობილია.
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.
სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საფუძველი სწავლის ქირის გადაუხდელობის
სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სტუდენტობა უსურვეს.

ამინდი