Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში, სანატორიუმ „აიაში“ მცხოვრებლები კორპუსის გამრიცხველიანებას აპროტესტებენ

თარიღი : 9-02-2014, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, სანატორიუმ "აიაში" მცხოვრებლები კორპუსის გამრიცხველიანებას აპროტესტებენ.

სანატორიუმში 60-მდე ოჯახი უკვე 20 წელზე მეტია, შესახლებულია, რომლებსაც ადგილობრივების თქმით, ყველა მთავრობა სანატორიუმიდან გადასახლებას და ახალ საცხოვრებელ კორპუსში შესახლებას ჰპირდება.
ადგილობრივების თქმით, ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, რომ კორპუსში ინდივიდუალური მრიცხველები უნდა დაიდგას და დახარჯული ელექტროენერგია საკუთარი ხარჯებით უნდა დაფარონ.
სანატორიუმში მცხოვრებთა თქმით, მათ არ აქვს ფინანსური საშუალება იმისა, რომ ელექტროენერგიის ხარჯები თავად დაფარონ.
"აქამდე იყო ისე, რომ რასაც ვხარჯავდით მთავრობა იხდიდა და აფინანსებდა. ახლა კიდევ განგვიცხადეს, რომ უნდა დაგიდგათ ინდივიდუალური მრიცხველები და თქვენს თანხას თქვენვე გადაიხდითო. პრობლემას ისიც ართულებს, რომ მარტამდე ამ მრიცხველების დამონტაჟებას ვერ ასწრებენ და ასე განაცხადეს, რომ ვიდრე მრიცხველებს არ დაგიდგამთ, მანამ საერთო მრიცხველზე დაწერილ თანხას გავყოფთ ოჯახების რაოდენობაზე და ისა გადაგახდევინებთ თანხასო. ჩემთვის გაუგებარია, თუ მალე უნდა გადაგვასახლონ ამ სანატორიუმიდან, რადგან აქ გაუსაძლისი პირობებია, მაშინ მრიცხველებს რატომ გვიდგამენ", - აცხადებს ირმა ფანგანი.
სანატორიუმში მცხოვრებლების პროტესტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ეხმაურება. მათი განცხადებით, პირველი მარტიდან ახალი კანონი შედის ძალაში, რითაც ლტოლვილთა გამრიცხველიანება იწყება.
"მათ უნდათ, რომ იცხოვრონ მუდამ სახელმწიფოს ხარჯზე. სამინისტრომ მათ გაუორმაგა ყოველთვიური სულადობრივი დახმარება, ამიტომ მარტიდან უკვე თავად უნდა შესძლონ გადაიხადონ მათი დახარჯული ელექტროენერგია", - განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დალი გოგოლაძემ.


ნანახია: 1842-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა კორპუსებში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება და სანატორიმში არსებული მძიმე პირობები გააპროტესტეს.
წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებლებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.

ამინდი