Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელ ქვეყნებს სტუმრობენ მოგზაურობის მსურველი ქუთაისელები და რა უნდა გავითვალისწინოთ სასურველ ქვეყანაში ვიზიტისას?

თარიღი : 22-02-2019, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქართველი მოგზაურები კი არჩევანს ძირითადად ევროპისა და აზიის ქვეყნებზე აკეთებენ.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ქუთაისელი მოგზაურები და რამდენად საინტერესო პაკეტს სთავაზობენ მათ ტურისტული კომპანიები?

ქუთაისში არსებული ტურისტული კომპანია "ენთრეველის" წარმომადგენლები TOPNEWS.COM.GE-სთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ტუროპერატორი მაკა ბურჯალიანი განმარტავს, რომ ფრენები ქუთაისისდან გაცილებით ეკონომიური და კომფორტულია.

"ქუთაისიდან მგზავრობა დაბალბიუჯეტური გამოდის, პირდაპირი მიმართულებაა, მგზავრს გადაჯდომა არ სჭირდება, რაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ფასის მხირივაც მისაღებია მომხმარებლებისთვის. მოთხოვნა ძირითადად ქუთაისიდან კოპიტნარის აეროპორტის ფრენებზეა. ტენდენცია წამოვიდა, რაც გაიხსნა უვიზო მიმოსვლა და განახლდა ქუთაისის აეროპორტში ფრენები, ძალიან ხშირად მოგზაურობენ შენგენის ზონაში,"- ამბობს ბურჯალიანი.

როგორც ირკვევა, ზამთრის სეზონი ტურიზმის კუთხით ნაკლებად აქტიურია, თუმცა ტუროპერატორი აღნიშნავს, რომ მოგზაურებისთვის იტალია წლის ნებისმიერ სეზონზე ლიდერობს.

"წლის ნებისმიერ დროს იტალიის მიმართულებით ტურები ლიდერობს: რომი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი. ასევე დიდი მოთხოვნაა საფრანგეთსა და ესპანეთზე. ზაფხულში უფრო კვიპროსი, ძალიან დაბალბიუჯეტიანი გამოდის და მოთხოვნა მაღალია. ასევე თურქეთი და ეგვიპტე. საქართველოს შემთხვევაში უცხოელები უფრო ზაფხულში არიან. გვყავს ძირითადად რუსულენოვანი ტურისტები, სვანეთი ლიდერობს ძირითადად,"-აცხადებენ ტურისტულ კომპანია "ენთრეველში".

აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრაციის გაზრდილმა მაჩვენებელმა და ტურისტული ვიზებით არალეგალების რიცხვთა მატებამ იტალიაში სასაზღვრო პირობები გაამკაცრა. ასევე, რთულად ხერხდება ისრაელის საზღვრის გადაკვეთაც.

" ჩვენი კომპანიის მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, იტალიასა და პოლონეთში ძალიან ბევრია, ტურისტული ვიზით წასული, რომლებიც იქ დარჩნენ. ძალიან მკაცრია ისრაელის საზღვარი, თითქმის ჩაკეტილია და თუ მგზავრს არ აქვს ისრაელის ქვეყნის მოქალაქის მოწვევა და გარანტია რომ მოგზაური არ დარჩება ქვეყანაში, მესაზვრეები არ უშვებენ საზღვარზე. მგზავრი გადის დამატებით დაკითხვებს, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი მოწმდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ნამდვილად ტურისტი ყოფილა, მაგრამ ვერ დაამტკიცა მგზავრმა, რომ ტურისტული მიზნით იყო ჩასული,"-ამბობს მაკა ბურჯალიანი.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge ქუთაისში მოქმედ რამდენიმე ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდა.
რუსეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და დირექტორები ქუთაისისა და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდანაა.

ამინდი