Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინერალური წყლების კომპანია, რომელმაც ბაღდათის მაღალმთიანი სოფელი ხანი დაცლას გადაარჩინა

თარიღი : 21-02-2019, 19:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს პროექტს- ,,დამზადებულია იმერეთში“. პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება. „დამზადებული იმერეთში“ ამჯერად მინერალური წყლების საწარმოზე, მისი შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე გიამბობთ.

"ზეკარის წყაროები" პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შექმნილი მცირე საწარმოა, რომელიც იმერეთში, ბაღდათის მონიციპალიტეტ სოფელ ხანში ფუნქციონირებს.
როგორც საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოTOPNEWS.COM.GE-სთან საუბარში განმარტავს, სოფელ ხანის ტერიტორიაზე 90-იან წლებშიც ფუნქციონირებდა წყლის კომპანია, მაგრამ დაიხურა. 2016 წელს მისი განახლების იდეა გაუჩნდათ და ბიზნესგეგმის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. დღეისათვის კომპანია მომხმარებელს ორი სახეობის: მინერალურ და წყაროს წყალს სთავაზობს, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მოიპოვება.

"სამმა პიროვნებამ მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა წყლის კომპანია. მოვიძიეთ წყაროები, ერთ-ერთი მინერალურია, რომელიც კომუნისტების პერიოდში გამოდიოდა, ეს ადგილები ფაქტიურად განადგურებული გახლდათ, ავაღორძინეთ "მინერალური წყალი ზეკარი" და განვაახლეთ 25 წლიანი ლიცენზია. სათანადო ბიზნესგეგმა "აწარმოე საქარველოს" ფარგლებში განხორციელდა. ჩამოვიტანეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარები, კომპანია ISO 22000-ის სერტიფიკატის მფლობელია, რაც პროდუქციის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს,"- განმარტავს "ზეკარის" ერთ-ერთი მფლობელი თემურ მინაძე.

მინერალური და მტკნარი წყლების კომპანიაში 28 ადგილობრივია დასაქმებული. როგორც თემურ მინაძე აღნიშნავს, საწარმომ ეკონომიკურად გააძლიერა ზეკარის ხეობა და ხელი შეუწო მიგრაციის მაჩვენებლის შემცირებას.

"ეკონომიკურად ძლიერი არ იყო ეს რეგიონი, მაღალმთიანი ტერიტორიაა, მიგრაციას ჰქონდა ადგილი, მთიან ზონაში არ ჩერდებოდა ხალხი, სამუშაო ადგილები შეიქმნა, საწარმომ ხელი შეუწყო მაცხოვრებელთა დარჩენას,“- ამბობს თემურ მინაძე.

ბიზნესმენი ქარხნის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზარზე ქარხნის პროდუქციის რეალიზებას გეგმავს.

"ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა იმკვიდრებს "ზეკარი" პოზიციებს და ალბათ სულ მალე უკეთესი მარკეტინგით უფრო კარგ შედეგზე გავალთ. კომპანიას ISO 22000-ის სერტიფიკატი აქვს, რის გამოც საზღვარგარეთ რეალიზების უფლებაც გვაქვს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, ასევე უკრაინასა და რუსეთშიც გაიგზავნა რამდენიმე საცდელი პარტია. ჩინეთთან ხელშეკრულება გვაქვს და პირველი მარტიდან ჩინეთის პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ,“-ამბობს თემურ მინაძე.

„ზეკარის“ მფლობელის თქმით, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა, რადგან ზეკარის ხეობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივებიც შეძლებენ სამსახურს დაუბრუნდნენ.

"საწარმო პირველ მარტს გააგრძელებს მუშაობას. გზა გაყავთ ზეკრის ხეობაში. მილები, საიდანაც წყალი გვქონდა გამოყვანილი, იმ ადგილს დაემთხვა. როგორც კი დაასრულებენ გზის შენებას, ხელახლა გავიყვანთ წყლის მილებს. ავიღეთ, რომ არ დაზიანებულიყო ან დაბინძურება არ მომხდარიყო. დაახლოებით ორ კვირაში მოხდება მილების გაყვანა და "ზეკარიც" გააგრძელებს მუშაობას,“-ამბობს თემურ მინაძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააგენტო რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეების თუ პრობლემების შესახებ.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას 'დამზადებულია იმერეთში'.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ

ამინდი