Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი შენგელია: ქუთაისელები დროს არ უნდა კარგავდნენ სკვერების შენარჩუნებისთვის აქციების გამართვაში

თარიღი : 21-02-2019, 00:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში ქონების/სკვერების ინვენტარიზაციის კომისია ჩამოყალიბდა, რომელსაც მერის ბრძანებით ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

შემგელიას თქმით საჭიროა დროულად მოხდეს ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისას აღმოჩენლი და გამოვლენილი ფაქტორების გათვალისწინებით დასკვნის შემუშავება და მერისთვის სკვერების შემდგომი განვითარებისთვის წინადადებების წარდგენა.

"რამდენიმე თვის წინ ჭავჭავაძის 46-ში მდებარე სკვერში, კაფე-ბარისა და სპორტულ-გასართობი ატრაქციონების მოწყობას აპირებდნენ. ასევე, გავიხსენებ ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში კვების ობიექტის მშენებლობის საკითხს. ორივე მათგანი ჩემს სამაჟორიტარო ოლქშია და ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ადგილობრივმა მოსახლეობამ სკვერები შეინარჩუნა და ამაში თვითმმართველობის წვილიც დიდი იყო. ამ ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებელია თანმიმდევრულად მოხდეს ქონების/სკვერების ინვენტარიზაცია. ქალაქში 500-მდე სკვერია რეგისტრირებული. ჩვენ ყველა მათგანის ფაქტობრივ მდგომარეობას შევისწავლით, რომ მომდევნო წლიდან აღარ იყოს მსგავსი უხერხული ვითარებები და თვითმმართველობას სკვერებთან დაკავშირებით სრული სურათი ჰქონდეს. ქალაქში სკვერები უნდა იყოს დაცული. ყველა ვჯერდებთ, რომ მწვანე ზონას სჭირდება მოვლა და ადგილობრივები დროს არ უნდა კარგავდნენ სკვერების შენარჩუნებისთვის აქციების გამართვაში," - ამბობს კომისიის თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

შენგელია, როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ სკვერების საკითხი ბავშვების ჯანმრთელობასთან, მათ გართობასთან და ქალებისთვის საჯარო სივრცესთან პირდაპირ კავშირშია.

"ერთი, რომ სკვერების თემა ეკოლოგისთან პირდაპირ კავშირშია და საჭიროა ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მშობლებმა და ჩვენ მწვანე გარემოში ვიცხოვროთ. ბავშვებს ჰქონდეთ გართობისთვის ჯანმრთელი გარემო. დიდებისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის სკვერი თავშეყრის ადგილია, ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დამყარების კარგი საშუალება. აქვე, 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა და სიდამ რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით კვლევა ჩაატარა, სადაც ქალი მომრჩევლების მიერ დასახელებულ ყველაზე პრობლემურ საკითხებში სკვერები და გამწვანების საკითხები მოხვდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კომისიის ჩამოყალიბებით ქუთაისში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით წინ ერთი ნაბიჯი გადაიდგა," - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.

საკრებულოში ქონების/სკვერების ინვენტარიზაციის კომისია ქუთაისის მერის ბრძანებით ჩამოყალიბდა. კომისია 16 წევრისგან დაკომპლექტდა და მისი შემადგენლობა ქუთაისის მერის მიერ განისაზღვრა. კომისიის წევრები როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებია. კომისია ყველა რეგისტრირებული სკვერის ფაქტობრივ მდგომარეობას შეისწავლის და 2019 წლის დეკემბრამდე თვითმმართველობას სკვერებთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება.


ნანახია: 1249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკვერების გასხვისებასთან დაკავშირებულ კრიტიკას მოგვიანებით უპასუხეს ქალაქის მერიაში.

ამინდი