Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„გთხოვთ დამეხმარეთ"- ომში დაღუპული მეომრის ოჯახი ნაქირავები სახლიდან გამოასახლეს

თარიღი : 20-02-2019, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უკრაიანში დაღუპული 32 წლის ქართველი მეომრის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახი ქუჩაში, ღიას ცის ქვეშ აღმოჩნდა.

აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის, ერაყის ომისა და ბოლოს უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლის მეუღლე და შვილი რამდენიმე დღის წინ, ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან ოჯახმა 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლო.

დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახმა ნაქირავები სახლიდან, პირადი ნივთებისა და ტანსაცმელის წამოღებაც ვერ მოახერხეს. ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლეს გარდა მძიმე სოციალური მდგომორეობისა ასევე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ქრისტინე სვანაძის თქმით, მას ერთი თირკმელი დახურული აქვს.

" ბავშვს მარჩენლდაკარგულის 100 ლარი აქვს პენსია და დედას 250 ლარი ხელფასი. მიზერული თანხის გამო კი, ვეღარ გავწვდით ყველაფერს და ორი თვის ქირა დამიგროვდა გადასახდელი. საუბარია 500 ლარზე. მე არ ვიყავი სახლში გასული ვიყავი და რომ მოვედი მითხრეს, რომ შენი ოჯახი გამოუშვესო. დედა და ბავშვი თეატრში დამხვდა. ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს ისე გამოგვყარეს სახლიდან. არავის არ ვადანაშაულებ ყველას მისი თანხა უნდა, მაგრამ ჩვენც საშინელ მდგომარეობაში ვართ. არსად წასასველი არ გვაქვს. დედაჩემი რახან თეატრში მუშაობს, ჩემს შვილთან ერთად ღამეს თეატრში, მსახიობის საგრიმიოროში ათევს. მე კი ხან ერთ მეგობართან ვარ და ხან მეორესთან. ფიზიკურად სამივე ერთ საგრიმიოროში ვერ დავეტევით და ისედაც არ შეიძლება თანამშრომლების და მისი ოჯახის წევრების თეატრში ღამის გათევა. ასევე მე ცალი თირკმელი დახურული მაქვს, რის გამოც სასწრაფოდ საოპერაციო ვარ,"- ამბობს ქრისტინე სვანიძე.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ირაკლი ვაჩიბერაძე


ნანახია: 1706-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის შემდეგ ალეკო გრიგოლაშვილის კუთხე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.
ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმამართველობის წარმომადგენლები დღეს გრიგოლაშვილის ოჯახში მივიდნენ
ბაღდათის რაიონში ომში დაღუპული მეომრების ოჯახი იმერეთის გუბერნატორმა მოინახულა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვლილი მებრძოლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.

ამინდი