სამტრედიაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თარიღი : 20-02-2019, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაშავებული მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სოფელ ტოლებში მეფარიშვილების საცხოვრებელი სახლი გაზის დაგროვების შედეგად აფეთქდა.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის უფროსი იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის დამწვრობა მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ დაზარალებული რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. როგორც მერმა განაცხადა დაზარალებულ ოჯახს, მერიის მხრიდან შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაეწევა.