Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია მარტის თვიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყებს

თარიღი : 19-02-2019, 00:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მარტის თვიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე იუზა უგულავასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საპატრულო პოლიციის, წყალმომარაგებისა და სხვა საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

"შეხვედრაზე რუსთაველის ქუჩის დაგეგმილი რეაბილიტაცია განიხილეს. საუბარი შეეხო ქუჩის გადაკეტვის შემდეგ ალტერნატიულ სამანქანო გზებსა და მოძრაობის გრაფიკებს, თუ რომელი ქუჩიდან იქნება შესაძლებელი ავტომობილების და საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა. მიმდინარე წლის მარტის თვეში იგეგმება ბარათაშვილის ქუჩის სამუშაოების დასრულება, რომლის შემდეგ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, ქუჩის კეთილმოწყობის ფარგლებში გამოიცვლება სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები,"- ნათქვამია ქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისელები რუსთაველის გამზირს ჯოჯოხეთს ადარებენ.
ქუთაისის ერთ-ერთი ცენტრალური, რუსთაველის ქუჩა იმ ქუჩების რიგს მიეკუთვნება, რომელზეც გადაადგილება საცობის და ავარიული გზის ფონზეა

ამინდი