დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებს სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდებათ
თარიღი : 18-02-2019, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ორგანიზაცია „ჰერა” დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალბატონების გამოკვლევას იწყებს. "ჰერას" ერთ-ერთ ძირითად მიმართულება სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი წარმოადგენს, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად განკურნების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.
სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა მსოფლიოში და საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებსა და სოფლებში, საიდანაც ქალბატონებს ძირითადად ტრანსპორტირებასთან და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა აქვთ ან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ კლინიკაში მისვლას.
"ჰერას" მობილური კლინიკა უფასოდ მოემსახურება იმერეთის, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
მობილური კლინიკის გახსნის ცერემონია ორგანიზაციის ოფისში გაიმართა. ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ნაციონალურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.