Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების გამო?'-ქუთაისში ოპოზიცია მოუწესრიგებელ მიწისქვეშა გადასასვლელებს აპროტესტებს

თარიღი : 18-02-2019, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელების არსებობა გააპროტესტა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგილობრივ ხელისუფლებას კითხვით მიმართა: რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე საკითხზე რეაგირება?

''ხელისუფლებას რამე მოვუწოდო სისულელეა. მინდა მერიას შეეკითხოთ: შარშან აპრილში ჰქონდათ დაანონსებული, გადასასვლელებს გავხსნითო. ზაფხულში ამ ადგილას ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას მიწისქვეშა გადასასვლელის უქონლობის გამო ახალგაზრდა ბიჭი რომ გარდაიცვალა და რცხვენიათ თუ არა, რომ ამ მდგომარეობაშია მიწისქვეშა გადასასვლელი,'' - აცხადებს გოგი წულაია.

ცნობისთვის, ქუთაისში, ილია ჭავჭავაზის გამზირსა და ახალგაზრდობის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები ანტისანიტარიის კერად არის ქცეული, რის გამოც მოსახლეობა გადასავლელით სარგებლობას ქუჩის გადაკვეთას ამჯობინებს.

ქუთაისის მერიაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნაგავი, ფეკალური მასები, სუნი და ქუჩური გარჩევები _ აი, ეს ხდება ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში.
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.
ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე განაცხადა.

ამინდი