Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-წყალტუბოსა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზებზე 'ჭკვიანი კამერები' ჩაირთო

თარიღი : 18-02-2019, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს.

მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.

მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში.

კერძოდ:
იმერეთის რეგიონი:


- თბილისის-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) - ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

- ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან - ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).


ნანახია: 2291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი