ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს
თარიღი : 17-02-2019, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგონებმა, რომლებიც "CHALLENGE II" ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური "პორვო" ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი "ქუთაისმა“ დანიური "კოპენჰაგენი“ 8:6 დაამარცხა. ხვალ საქართველოს ჩემპიონი ბელგრადის ,,ბასკს“ შეხვდება.
"CHALLENGE II"- ის გუნდებს შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო.
"ქუთაისთან" ერთად ჯგუფში ფინური "პორვო", დანიური ,,კოპენჰაგენი" და სერბეთის ,,ბასკთ" ასპარეზობენ. ქუთაისი 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.