ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლმა შოთა მურღულიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მურღულია ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში კედლის ჩამონგრევას ეხმაურება, რომლის შედეგადაც მამაკაცი დაშავდა.
მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენებული, რეაბილეტირებული შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.
„ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში შენობის ფასადი ჩამოინგრა, რამაც მძიმედ დააზიანა 18 წლის ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ქალაქის მერია გვერდით უდგას ოჯახს და შეძლებისდაგვარად ეხმარება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. მათ უნდა გაიხსენონ თბილისის იუსტიციის სახლის ჩამონგრეული სახურავი, სხვადასხვა ქალაქებში უხარისხოდ რეაბილიტირებული უბნები და შექმნილი პრობლემები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებელია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“პასუხისმგებლობა აიღოს.”- განაცხადა მურღულიამ.