Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

თარიღი : 17-02-2019, 10:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა „მწვანეყვავილას“ უბნის მოსახლეობას. "მწვანეყვავილას" დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე დააზიანა ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.
http://www.picz.ge/img/s1/1902/17/d/dd7998c9154e.jpg
„ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს,“- განაცხადა ქუთაისის მერმა.


ნანახია: 643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულში, რიკოთის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა.
ქუთაისის ხელისუფლება ქალაქში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ცენტრალური
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდნენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია მათ დასახლებაში ბუნებრივი აირის პრობლემაა.
აღნიშნულ ბაღებში, ბუნებრივი აირის არსებობა სიცოცხლისთვის საშიშად ჩაითვალა.

ამინდი