Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა დაიტბორა

თარიღი : 16-02-2019, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათ წყალი სახლებში ორჯერ შეუარდა.

მოსახლეონის განმარტებით, დაიტბორა სარდაფები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დასველდა ავეჯი და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მათივე თქმით, ქუჩაზე წყალმოვარდნები და სანიაღვრე არხების პრობლება ადრეც იყო, მაგრამ რაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მდგომარეობა დამძიმდა. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე იჭედება საკანალიზაციო ქსელიც.

"მივმართეთ მერია და საშველი არაა. ამ ქუჩაზე მერი ცხოვრობს. სირცხვილი არაა? სულ ფეხით უნდა დადიოდეს, ამოწმებდეს. მას კი მის ქუჩაზე არსებული პრობლემა ვერ მოუგვარებია,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ იაშვილის ქუჩაზე პრობლემა კანალიზაციის მილების გაჭედვამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები.


ნანახია: 1071-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე ერთი მონაკვეთი დაიტბორა.
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მაცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ამინდი