Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რამდენიმე წუთში გეგუთის ციხეში სპეცრაზმს შეიყვანენ და პატიმრებს სამაგალითოდ დასჯიან"

თარიღი : 8-02-2014, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
"რამდენიმე წუთში გეგუთის ციხეში სპეცრაზმს შეიყვანენ და პატიმრებს სამაგალითოდ დასჯიან"-ამის შესახებ topnews.com.ge-ს პატიმრების მშობლებმა განუცხადეს.
მსჯავრდებულების მშობლების თქმით , ისინი გეგუთის ციხესთან იმყოფებიან, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ დღეს ციხეში სპეცრაზმი უნდა შევიდეს.
"მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში სპეცრაზმი უნდა შევიდეს. ამიტომ პატიმრის მშობლები სასწრაფოდ გამოვიქეცით, რადგან გვინდა, რომ ციხესთან ვიყოთ, არ დავუშვათ საპყრობილეში მათი შესვლა და ჩვენი შვილების ცემა. ღამესაც აქ გავატარებთ, რადგან შეიძლება ღამით შევიდნენ”, - განაცხადა პატიმრის დედამ მაყვალა ნოზაძემ.

როგორც topnews.com.ge-სსამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პატიმრების მშობლები მიზანმიმართულ პროვოკაციას ახორციელებენ.

"ურეკავენ სასულიერო პირებს და ჟურნალისტებს და ეუბნებიან, თითქოს ციხეში სპეცრაზმი უნდა შევიდეს. ეს არის მტკნარი სიცრუე და მეტი არაფერი. არც ახლა და არც მთელი ამ ხნის განმავლობაში არსად ციხეში სპეცრაზმი არ შესულა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ციხეში იმყოფება დეპარტმანეტის თავმჯდომარე და პატიმრებზე ზეწოლას ახორციელებს. მინდა, ვთქვა, რომ ბატონი დიმიტრი მართლაც იმყოფება იმერეთში, თუმცა ის გეგუთის ციხეში არ ყოფილა და ქუთაისის ციხე მოინახულა”, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თაია მახარაშვილმა.

გეგუთის ციხეში 800-ზე მეტი პატიმარი რამდენიმე დღეა, შიმშილობს.


ნანახია: 3793-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
ტელეფონით ვესაუბრე ჩემს შვილს და მითხრა, რომ სასტიკად არის ნაცემი. მეტიც ისიც მითხრა, რომ ვინც შიმშილობდა ყველა გამეტებით
შიმშილობას გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების 250-მდე პატიმარი და ქალთა ციხეში მყოფი 30-მდე მსჯავრდებული უერთდება.
გეგუთის კოლონიის დირექტორს, მალხაზ სინაურიძეს, მოადგილეს ივერ გოგიბერიძესა და ციხის კიდევ 3 თანამშრომელს, საგამოძიებო ორგანოები
პატიმრის მშობლები გულგრილობაში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსაც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გუშინ მას დაურეკეს, თუმცა