რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობისას?

ქუთაისში, ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანას ტენდერში გამარჯვებული კომპანიების კუთვნილი ტრანსპორტი ახორციელებს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა სამარშუტო ტაქსების მომსახურებით და რა პრობლემას აწყდებიან ტრანსპორტით სარგებლობისას?
მოსახლეობის განმარტებით, სამარშუტო ტაქსებში უამრავი პრობლემაა. პრობლემები ტრანსპორტის ვიზუალურ მხარეს, გაუმართაობას და დადგენილი გრაფიკის დარღვევას უკავშირდება.
"გრაფიკიდან გამომდინარე, გააჩნია რომელ საათზე მოძრაობს ხაზი. პიკის საათებში შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი. ღამის საათებში კი იშვიათად დადის. ქუთაისში 9-ის შემდეგ ავტობუსები პრაქტიკულად არ არის. განსაკუთრებით მორიგე მანქანები. განსაკუთრებით გარეუბნებშია პრობლემა. მარშუტები შედარებით მოწესრიგებულია სისუფთავის თვალსაზრისით, ავტობუსებში კი მძიმე სიტუაციაა. ძველი და უსუფთაო ავტობუსებია.კონდიცირების სისტემა არც ერთ ტრანსპორტში არ არის, თუმცა ახლა ზამთარია და ეს პრობლემა ჯერ არ გვაწუხებს, ასევე, დაგლეჯილია დასაჯდმები,"- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი სააგენტოსთან საუბარში.
მგზავრთა ნაწილი ტრანსპორტის მოძრაობის დროს შექმნილ იმ რისკებზე საუბრობს, რომელსაც მძღოლები იწვევენ.
"მძღოლები პროფესიონალები კი არიან, მაგრამ ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ტელეფონზე, რაც საფრთხეს ქმნის მოსახლეობისთვის. შიში გვაქვს, რომ რამე არ მოხდეს," - აცხადებს მგზავრი თეიმურაზ დადიანი.
topnews.com.ge სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა აზრითაც დაინტერესდა. მათი განმარტებით, ტრანსპორტი ტექნიკურად მოწესრიგებულია, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ მათ სიძველესაც. საღამოს საათებში ტრანსპორტის არარსებობას კი მოსახლეობის სიმცირით ხსნიან.
"პირველი რეისი ჩემს ხაზზე 6 საათიდან იწყებს მუშაობას და 21:30 საათამდე მუშაობს. მოწესრიგებულია ტრანსპორტი, ცოტა ავტობუსებია მოძველებული, სამარშრუტო ტაქსებს კი არ აქვთ ამ მხრივ პრობლემა. ტრანსპორტით გადაადგილება დაახლოებით 8 საათიდან მცირდება, ღამის საათებში ნაკლებია მგზავრი, ამიტომ ისე ინტენსიურად აღარ მოძრაობს სამარშუტო ტაქსები," - აცხადებს მძღოლი თემურ ბურჯანაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის დადგენილი გრაფიკით მოძრაობას ტრანსპორტის განყოფილება აკონტროლებს. რაც შეეხება ტრანსპორტის მდგომარეობას, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ ქალაქში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდეს.
ესმერალდა კუპრაძე