Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლების-სალხინოს, ციხესულორის და ზეინდრის საჭიროებები

თარიღი : 13-02-2019, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სალხინოს, ციხესულორის და ზეინდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ სალხინოში მოსახლეობა ჩახუნაშვილების უბანში და სკოლის წინა მხარეს სკვერის მოწყობას, მინი სტადიონის მოწყობას და ძაგნიძეების უბანში დენის კაბელის შეძენას ითხოვს. სოფელ ზენობანში კი მოსახლეობისთვის წისქვილის დაბილინგება და გარე განათების მოწყობაა პრიორიტეტული. სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 000ლარია გამოყოფილი.

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას და გარე განათების მოწყობას უჭერენ მხარს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულს აქ მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სოფლის ცენტრის მოწესრიგება და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა წარმოადგენს. სოფელ შუა გორაში კი ადგილობრივები ბიბლიოთეკის შენობის რემონტს ითხოვენ. ჯამში ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე ყველა სოფელში გაიმართა. მომავალ კვირას, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა ინიცირებულ საკითხზე პროექტების შედგენა და სავარაუდოდ მარტის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყება ინტენსიური სამუშაოები აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით.


ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი