Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვცდილობ შვილიშვილებს მცირედი საკვები მაინც ვუყიდო, თუმცა ვერაფერს ვყიდულობ,'- გაზრდილი ფასები და დაცარიელებული ბაზრები ქუთაისში

თარიღი : 13-02-2019, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რძის და ხორცის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ხილ-ბოსტნეული-ეს იმ სასიცოცხლო პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც გაზრდილმა ფასებმა ქუთაისის ბაზრები დააცარიელა. გამყიდველები პრობლემას გაუფასურებულ ვალუტას და მომხმარებელთა მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ. აქვე, პარალელს წინა წლებთან ავლებენ და აცხადებენ, რომ წლების მატებასთან ერთად, მომხმარებლების პასიურობა მარკეტების ქსელის გაფართოებას უკავშირდება.

"პროდუქტი ძვირდება ყოველდღიურად, განსაკუთრებით თევზი, ადრე თუ 5 ლარი ღირდა, ახლა 7.50 ლარი გახდა. კარტოფილის ფასიც მატულობს, რაოდენობაც არ არის, არ ყოფნის ხალხს. მყიდველები შემცირებულია ბაზარში, მესამედი აღარ დადის, რაც ადრე იყო. ძალიან ბევრი მარკეტი გაიხსნა, ბაზარში ფაქტიურად არავინ შემოდის. მარკეტები უწევს კონკურენციას ბაზარს, მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობენ. ხუთ თეთრიანი სხვაობით,“- განმარტავს ჯიბო მუმლაძე.

"მყიდველები არ შემოდის, ძალიან გაჭირვებული ვართ, ხალხს ფული არ აქვს, ამიტომ გაძვირებულ პროდუქტს კი არა, იმასაც ვერ ყიდულობს, რაზეც იგივე ფასი დარჩა. სტაფილო ადრე 1.50 ღირდა და ახლაც ასეა,მაგრამ მაინც ვერ ყიდულობენ,“--განმარტავს ბოსტნეულის გამყიდველი.

ემოციებს ვერც მომხმარებლები მალავენ და პროდუქტზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, გაზრდილი პენსიის მიუხედავად, თანხა მინიმალურია და სამომხმარებლო კალათის შევსებას ვერ ახერხებენ.

"ძალიან მოიმატა ფასებმა, ხალხი უკიდურეს მდგომარეობამდე ვართ მისული, საშუალება არ გაგვაჩნია. პენსიამ 20 ლარით მოიმატა, თუმცა ეს თანხა არაფერს ყოფნის, გაძვირებულია მედიკამენტები და საკვები. ბაზარში დავდივარ და ვერაფერს ვყიდულობ, ვცდილობ შვილიშვილებს მცირედი მაინც ვუყიდო, თუმცა ძალიან რთულია. გაიზარდა ფასები, წინა წლებთან შედარებით. არ აქვს ხალხს ფულის საშუალება, რომ მინიმალური პროდუქტი მაინც იყიდოს," - განმარტავს ერთ-ერთი მყიდველი.

მომხმარებლები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მიმდებარე სოფლებში შექმნილ სიტუაციაზეც საუბრობენ. განმარტავენ, რომ შრომის მიუხედავად მოსავლის აღება ვერ ხერხდება, ამას შესაწამლი ქიმიკატებისა და ნედლეულის გაზრდილი ფასებიც ემატება.

"არა მხოლოდ ქალაქს, სოფელსაც ძალიან უჭირს, მეზობლები ჩემზე უარეს დღეში არიან, ლუკმა- პური არ აქვთ. გლეხები შრომობენ, თუმცა მოსავალი ვერ მოყავთ,“ -აცხადებენ მოქალაქეები.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 626-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი