Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში მოსახლეობა სოფელში განსახორციელებელ პროექტებს არჩევს

თარიღი : 12-02-2019, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით დღეს მთისძირის, შუამთის და მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. დღეს გამართულ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

სოფელ მთისძირში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას მამფორიების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს. გარე განათების მოწყობას, ადეიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და სასაფლაოს შემოღობვას ითხოვენ სოფელ ჭაგანჭყვიშში. დასახელებული პროექტების განსახორციელებლად მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელ შუამთაში ადგილობრივები შუამთა-ტობანიერი-ჭყვიშის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების მოწყობას, ცენტრალური სკვერის და მინი სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. ჭყვიშში კი ადგილობრივებმა სასაფლაოს შემოღობვის პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულს, ზედა მუქედში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაა. ქვედა მუქედში კი ადგილობრივების მოთხოვნით მოხდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა. მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 000 ლარია გამოყოფილი.

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ხვალ დასრულდება.


ნანახია: 432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებების კვლევის მიზნით, შეხვედრები ყველა სოფელში გამართა.
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი