Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვითხოვთ სუფთა ჰაერს და წყალს,'- ნაგავსაყრელის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იმერეთის გუბერნიის შესასვლელი ჩაკეტეს

თარიღი : 12-02-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მაცხოვრებლებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

''ვაპროტესტებთ სანაგაოს, რომელიც კეთდება ჩვენი სახლიდან 100-150 მეტრში. ირგვლივ არის დასახლებული პუნქტი. ვითხოვთ, რომ ტერიტორია შეცვალონ და გადაიტანონ სხვაგან. როგორც თვითონ ამბობენ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთდება. თუმცა ეს სტანდარტები უკვე დიდი ხნის წინ დაიწუნეს. გარემოს დაცვის დასკვნაში წერია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყლებში არ ბინადრობენ თევზები, თუმცა ეს არასწორი ინფორმაციაა, ადგილობრივ წყლებში ქვირითობს თევზები. ვითხოვთ, რომ ქალაქიდან მოშორებით, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მოეწყოს ნაგავსაყრელი. ვითხოვთ სუფთა ჰაერს და წყალს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია შეუერთდა.მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის მერიის შენობის შესასვლელი ჩაკეტეს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ
მოსალხეობა ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ამინდი