Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნელ-ნელა ქუთაისიდან წაიღეს სემეკი, კონტროლის პალატა, გზების დეპარტამენტი, პარლამენტის წაღება იყო წითელი ხაზი"

თარიღი : 12-02-2019, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ და პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების საკითხზე იმსჯელეს.

''დატოვე პარლამენტი ქუთაისში'' საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი გზავნილი პარლამენტის ქუთაისში დატოვება და აღნიშნული მიზნით თანამოაზრეების შემოერთებაა.

''ნელ-ნელა ქუთაისიდან წაიღეს ''სემეკი'', კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი, პარლამენტი იყო წითელი ხაზი. ეს არის ''პროვინციული პოლიტიკა პროვინციების მიმართ''. ჩვენი შეხვედრა პირველ რიგში არის მოძებნა და შემოერთება თანამოაზრეების. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ იმ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც მკაფიოდ განაცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარლამენტის ადგილმდებარეობა იქნება ქუთაისში. იმედი მაქვს, რომ ბევრი ვიქნებით და ჩვენ ვუკარნახებთ ამ პარტიებს დღის წესრიგს, რათა ვერ შეძლონ წინასაარჩევნო კამპანია ამ მკაფიო მესიჯის გარეშე. ჩვენი სურვილია, მშვიდად ვაჩვენოთ საზოგადოებას როგორი პროტესტი შეუძლია ქალაქს და როგორია ქალაქი, როდესაც ის იცავს თავის ღირსებას,'' -განმარტავს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ეკა ფხაკაძე.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტი სრული დატვირთვით თბილისში გადავიდა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1337-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ.
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,
სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ამინდი