Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ირჩევს სოფლისთვის ყუმურის და ტობანიერის მოსახლეობა?

თარიღი : 12-02-2019, 10:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით კვლავ გრძელდება. დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ყუმურის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა. ყუმურსა და ტობანიერში გამართულ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

სოფელ ყუმურში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარე ყუმურზე ნაპირსამაგრის მოწყობა, მინი სტადიონზე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრში არსებული ჭის რეაბილიტაცია წარმოადგენს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ დუცხუნსა და მაისოურშიც. ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ტობანიერში ადგილობრივები შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე გარე განათების მოწყობას ითხოვენ, ასევე მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სოფელში სასაფლაოს შემოღობვა და საბოგირე გადასასვლელის მოწყობა.

მიქელეფონსა და ზედა ეწერ-ტობანიერში მოსახლეობისთვის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ,მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა და სტადიონის შემოღობისათვის საჭირო მასალების შეძენაა პრიორიტეტული, კუშუბოურში კი ადგილობრივები სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას და საავტომობილო გზის რეაბილიტაციას უჭერს მხარს. ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 000 ლარია გამოყოფილი.

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვალს დასრულდება.


ნანახია: 520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებების კვლევის მიზნით, შეხვედრები ყველა სოფელში გამართა.
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი