Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სამედიცინო განათლებას მიიღებენ

თარიღი : 11-02-2019, 19:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის დანერგვაზე მუშაობენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებას. ლელა ქელბაქიანის განცხადებით, ქართული საგანმანათლებლო პროგრამები უცხოელი სტუდენტების მიერ მოთხოვნადია.

''ქუთაისის უნივერსიტეტი 28 წელია უკვე არსებობს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე, უბრალოდ წელს შეიცვალა დამფუძნებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ სერიოზული გეგმები.

ჩვენ ვმუშაობთ ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე, რომელიც გათვლილია უცხოელი სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ. ეს იქნება საკმაოდ მაღალი დონის პროგრამა, რომელსაც მაღალი დონის სპეციალისტები განახორციელებენ. იქნება ინტეგრირებული პროგრამა, რომლის მსგავსიც, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხორციელდება.

მოთხოვნა ამ პროგრამაზე დიდია, განსაკუთრებით ინდოეთში, ვინაიდან ეს არის მსოფლიო დონის აღიარებული კვალიფიკაცია, რადგან ქართული მედიცინის პროგრამებს მსოფლიო მედიცინის ასოციაცია აღიარებს, საქართველოში სწავლება შედარებით ხელმისაწვდომ ფასად არის და ამიტომ უცხოელებისთვის საკმაოდ დიდ ინტერესს წარმოადგენს,"-განმარტავს ლელა ქელბაქიანი.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 2271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 40% თავისი პროფილის შესაბამისად უკვე დასაქმებულია.

ამინდი