ქუთაისელები მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას მოითხოვენ
თარიღი : 8-02-2014, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისელები მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას მოითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები ნაგავსაყრელად არის ქცეული.
ქუთაისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა მათთვის არაკომფორტულია, რადგან ის ანტისანიტარიის კერაა.
"ნაგავი, ფეკალური მასები, სუნი და ქუჩური გარჩევები _ აი, ეს ხდება ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში. გვირჩევნია, სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდოთ და გზაზე ისე გადავიდეთ, ვიდრე იმ სავირთხიაში შევიდეთ”, - აცხადებს ადგილობრივი მადლენა ნუცუბიძე.
ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად ხდება.