ქუთაისის მერი ვიცე-მერის წასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
თარიღი : 8-02-2019, 10:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მერი აცხადებს, რომ მოცემულ საკადრო ცვლილებასთან გუნდში პოლიტიკური დაპირისპირება არაფერ შუაშია.
გიორგი იობაშვილი ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქალაქს. ახლა აპირებს სხვა მიმართულებით გააგრძელოს საქმიანობა,"-ამბობს მერი.
გიორგი ჭიღვარია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-მერის თანამდებობაზე ქუთაისის მაჟორიტარის, კობა ნარჩემაშვილის ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის კანდიდატურა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი იობაშვილმა თანამდებობა ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.