Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდება სოფელ სალომინაოსა და ფერეთაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით?

თარიღი : 7-02-2019, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სალომინაოს და ფერეთას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა. დღევანდელ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითად მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად მოახდინოს სოფლისთვის საჭირო პროექტების ინიცირება და დაგეგმვა. სოფელ სალომინაოსა და ბაგინეთში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და სანიაღვრე არხების გაწმენდა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელ ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა საბავშო ბაღის კეთილმოწყობას ერთხმად დაუჭირეს მხარი. მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტის განსახორციელებლად ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფლი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს და 13 თებერვალს დასრულდება.


ნანახია: 474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების