Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგი არ არის - უახლოეს მომავალში შესაძლოა, ფქვილი მცირედით გაძვირდეს

თარიღი : 7-02-2019, 10:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგი არ არის - ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

სილაგავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფქვილის ფასმა მცირედით მოიმატოს, რადგან ერთი მხრივ საქართველოში ხორბლის არასაკმარისი მარაგია და მეორეს მხრივ, ხორბლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია, სადაც ხორბალის ფასი დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„2008 წლის მსოფლიო კრისიზის შემდეგ, გაეროს რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებში მთლიანი მოხმარების ხორბლის ორი თვის მარაგი ანუ დაახლოებით 12% იყოს, რათა ქვეყანამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. წლების განმავლობაში სწორედ ამ მარაგის საფუძველზე გადავიტანეთ რამდენიმე კრიზისი და ვახერხებდით, რომ ხორბლისა და ფქვილის ფასი მეტნაკლებად შეგვენარჩუნებინა. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 14-ჯერ არის გაზრდილი ქვეყანაში ხორბლის სამანქანო გზით შემოტანა, რის გამოც საქართველოში საჭირო მარაგი ვერ შეიქმნა. სწორედ ამან გამოიწვია წინა წლის დეკემბერში ჯერ ხორბლის ფასის მატება, შემდეგ კი ფქვილისა და პურის გაძვირებაც. მარაგები რომ ყოფილიყო, საშუალო შეწონილი ფასით მარტამდე გადავიდოდით და პურიც აღარ გაძვირდებოდა.

„დღესაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვართ, ჯერჯერობით ბოლომდე კრიზისიდან გამოსულები არ ვართ. ამასთან, საკმაოდ რთული მდგომარეობაა ბაზარზე. რუსეთში ხორბლის ფასი ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთი ხორბალს პანიკურად ყიდულობს, რადგან იცის, რომ ძვირდება, რაც კიდევ უფრო აძვირებს რუსულ ხორბალს. მისი ფასი კი რა თქმა უნდა, აისახება საქართველოზეც, რადგან ქვეყანა ძირითადად რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული. ფქვილზე ფასის მატებას ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ არსებულ პირობებში არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მცირედით გაძვირება მოხდეს. რაც შეეხება მოქმედ ფასებს, პორტში ხორბლის ფასი ტონაზე 250 დოლარია, 1-ლი ხარისხის 50 კილოგრამიანი ფქვილი კი, საიდანაც პური ცხვება, 49-50 ლარი ღირს, რაც უკვე წაგებაზე მომუშავე ფასია,“-აცხადებს სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, როგორც სილაგავა აღნიშნავს, ქვეყანაში სასურსათო ხორბლის საკმარისი მარაგების უზრუნველყოფაზე მუშაოებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აქვთ კონსულტაციები. მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას ისეთი პირობები, სატრანსპორტო თუ სხვა სტრატეგიები, რომ ბაზარზე მარაგების პრობლემა არ იყოს.

bpn.ge


ნანახია: 962-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
ყოველივე ამის ფონზე კი პურპროდუქტების ბიზნესოპერატორები ვარაუდობს, რომ პურის ფასი შეიძლება 30%-ით გაიზარდოს.