Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დახარჯავს ხელისუფლებისგან მიღებულ თანხას ვანის სოფლების-საპრასიას, გორას და უხუთის მოსახლეობა?

თარიღი : 6-02-2019, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს შეხვედრები საპრასიის, უხუთის და გორას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით ადგილობრივები თავად ახდენენ მათთვის პრიორიტეტული პროექტების ინიცირებას და დაგეგმვას.

დღევანდელ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

საპრასიაში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შიდა გზების რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის მოწყობა წარმოადგენს, სოფელ რომანეთში კი ადგილობრივებისთვის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, მინი სტადიონის მოწყობა და შიდა გზების აღდგენაა პრიორიტეტული.

საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.
უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა წარმოადგენს.

იმერუხუთში ადგილობრივები სასმელი წყლის სიტემის რეაბილიტაციას, შიდა საუბნო გზების მოწყობასა და სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვენ. მთლიანად უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე 24 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორას ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვედა გორასა და ზედა გორაშიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13 თებერვალს დასრულდება.


ნანახია: 520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების
ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებების კვლევის მიზნით, შეხვედრები ყველა სოფელში გამართა.

ამინდი