Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასმელი წყლის მოწესრიგება, გარეგანათება და გზების რეაბილიტაცია-ვანის სოფელ ბზვანის მოსახლეობის საჭიროებებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს

თარიღი : 6-02-2019, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს ბზვანის და ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შეხვდნენ.

დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ზედა ბზვანში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, საუბნო გზების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს. ქვედა ბზვანშიც ადგილობრივებისთვის საუბნო გზების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა პრიორიტეტული. მთლიანად ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 32 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის მოწყობა დაიგეგმა. სოფელ ინაშაურში მოსახლეობისთვის პრიორიტეტს კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს. ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ამაღლება, ინაშური) მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 000 ლარია გამოყოფილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 თებერვალს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


ნანახია: 469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების

ამინდი