Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არის თუ არა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2020 წლის წინასაარჩევნო პიარკამპანიის 'იარაღი'

თარიღი : 5-02-2019, 21:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უნივერსიტეტის გახსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა – გაიწელა თუ არა ხელოვნურად სამშენებლო პროცესი.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. მაშინ, ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. როგორც ცნობილი გახდა, უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო და ის ჯამში 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი დოლარი უნდა იყოს. პროექტს ბიძინა ივანიშვილის `ქართუ ფონდი~ აფინანსებს.

მართალია, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წლის სექტემბრისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა მიღების თარიღმა გადაიწია და `ქართუ ფონდის” პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება, სექტემბრიდან კი, უნივერისტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს.

მისი თქმით, უკვე აშენებულია სასწავლო კორპუსის 0 სართული, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამშენებლო მოედანზე 200-მდე ადამიანი მუშაობს.

პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი 1200-დან 3000-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც პირველ ეტაპზე სამ დისციპლინას: მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს შეისწავლიან.
აღსანიშნავია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები, მისი პრეზენტაციისას არავის დაუკონკრეტებია, თუმცა ცაგარელის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ყველა ფაზა დაახლოებით, 7-10 წლის პერსპექტივაში დასრულდება.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა სასწავლო პროგრამები, რომლის შემუშავებაშიც ქართულ მხარეს მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ეხმარება.

`სრულდება სამუშაოები, რომელიც ეხება სასწავლო პროგრამების შემუშავებას. ნებისმიერი უნივერსიტეტის შექმნა დაფუძნებულია სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე.

იცით, რომ აქ არის ჩართული მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია მსოფლიოში ამ მიმართულებით. ქართულ მხარესთან ერთად მალე დასრულდება სასწავლო პროგრამებზე მუშაობა, რომელიც პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი, გამომდინარე არსებული პროგრამებიდან, უკვე დაიწყება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც დამოკიდებულია პირველი ეტაპის სამუშაოებზე – რა პროგრამები უნდა იყოს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი, ამას უნდა მოჰყვეს~, – აცხადებს ბატიაშვილი.

უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი 150მ.

ამ პროექტის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა. პროექტი რომ მასშტაბური და ქვეყნის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს უდაო. თუმცა, სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებამ, სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის სამშენებლო ადგილთან დაკავშირებით ფოტოების გავრცელებამ, სადაც ჩანს რომ ხელშესახები სამუშაოები, როგორიც ასეთ მასშტაბური პროექტი საჭიროებს, არ მიმდინარეობს, გააჩინა ლეგიტიმური ეჭვები, პროექტის სრულყოფასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც `ქართუ ფონდის~ პროექტების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა აღნიშნა, უკვე აშენებულია სასწავლო კორპუსის 0 სართული, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის ადგილი მალე გაიხსნება მასმედიის წარმომადგენელთათვის.

რაც შეეხება თარიღის გადაწევას, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. სტუდენტების მიღება კი 2019 წლის სექტემბერში დაანონსდა, თუმცა, მიღების თარიღმა 2020 წლის სექტემბრამდე გადაიწია. ეს კი ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამან, თავის მხრივ, საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა პროექტის ხელოვნურად გაწელვასთან დაკავშირებით, იმ მიზნით, რომ ხომ არ უკავშირდება ეს 2020 წლის წინასაარჩევნო პიარკამპანიას მოქმედი მმართველი პარტიის `ქართული ოცნების~ სასარგებლოდ. რამდენად არის ეს სიმართლე და თუ არის, რამდენად წაადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რბოლაში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი ფაზის დასრულება მოქმედ ხელისუფლებას, ეს 2020 წლის პერიპეტიებში გამოჩნდება.


ნანახია: 739-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლიდან უნდა მიიღოს.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,

ამინდი