Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რა გახდა 300-ლარიანი ხელფასი, ვიკმარებ ამ 300 ლარს და ჩემს ოჯახს მივხედავ,'- ოჯახი, რომელსაც სახელმწიფომ ათლარიანი დახმარება მოუხსნა

თარიღი : 5-02-2019, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მკვიდრ ნინო კონცელიძეს ქვეყნის დატოვების და საზღვარგარეთ წასვლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უსამართლობა საკუთარ ოჯახზე გამოსცადა. ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილ მის ოჯახს სახელმწიფომ დახმარების სახით ჯერ ათი ლარი დაუნიშნა, ხოლო შემდეგ ისიც მოუხსნეს ისე, რომ მიზეზი არავის აუხსნია.

“არც მე ვმუშაობ და არც ჩემი მეუღლე. ორივე უმაღლესი განათლებით ვართ, თუმცა დასაქმება ვერსად მოვახერხეთ. 12 წლის შვილი გყავს. ბავშვს ათ ლარს აძლევდა სახელმწიფო და ისიც მოუხსნეს. ჩემი მეუღლე ავადაა. რაც გვქონდა ისიც გავყიდეთ თავის გადასარჩენად და რა ნახეს ამ ჩემს სახლში ასეთი. სამუშაოს ვეძებ. 300 ლარიც რომ მქონდეს ხელფასი, იმ სამას ლარს ვიკმარებ. რვა წელი თან გადავყევი „ოცნებას“. ყველამ თავის თავს მიხედა. რა მოხდება სამსახური რომ მქონდეს, რა დიდ ხელფასს მე ვითხოვ,“ - ამბობს ნინო კონცელიძე.

„ღმერთის და იმის იმედად ვართ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. რა ნახეს ჩემს სახლში ასეთი, რომ 100 000-ზე მეტი ქულა მომცეს. ბავშვებს დახმარებას ვუზრდითო და ჩემს შვილს საერთოდ მოუხსნეს,“ - ამბობს მალხაზ ნემსიწვერიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახის დეკლარაცია გადასახედია, რისთვისაც ოჯახმა სააგენტოს განცხადებით თავიდან უნდა მიმართოს. კონცელიძეებს ასევე ურჩევენ, რომ სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირდნენ და კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიებით ისარგებლონ.


ნანახია: 1229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად

ამინდი