"პოლიტიკაში გენდერული რანგირების კუთხით მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა"
თარიღი : 4-02-2019, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ქუთაისის ოფისში გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში, გენდერულ თანასწორობასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე, ასევე, საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე, რანგირების შედეგებსა და ანალიზზე გაამახვილეს ყურადღება.
პრეზენტაციაზე პარტიების მესამე რანგირება წარმოადგინეს, რომელიც 2017 წელს მოიცავს. ამ კვლევის განხორციელებისთვის მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესებული სიზუსტით ასახავს რეალურ მდგომარეობას.კვლევისათვის შეირჩა ის ხუთი პარტია, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღო. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
„საბოლოო ჯამში ერთიანი საერთო ინდექსი გვაყავს გამოყვანილი, რომლის მიხედვითაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგია და ეს მოულოდნელი არც ყოფილა. პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს იმას რომ ქალთა წარმომადგენლობა თითქმის 4-ჯერ იყოს გაზრდილი და ეს დიდად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე „აცხადებს თემურ ჯვარშეიშვილი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი.
საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს ჩატარდა.ღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მუდმივად ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში არსებულ მდგომარეობაზე.