Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რა იქნება პრიორიტეტული მათი სოფლისათვის,"-ვანში მოსახლეობა პროექტებს თავად გეგმავს

თარიღი : 4-02-2019, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს ზედავანის და გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

"დღევანდელი შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. აღნიშნული პროგრამის მიზანიც ესაა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავად განსაზღვრონ მათი სოფლისთვის საჭირო პრიორიტეტები. სოფელ ზედავანსა და ტყელვანში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სასმელი წყლის მილების შეძენა და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს. ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ორივე სოფელში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 28 000 ლარია გამოყოფილი. გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას საავტომობილო გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ორივე სოფელში (გადიდი, ონჯოხეთი) მოსახლეობის მოთხოვნით სამი საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა. სოფელ გადიდიში მოეწყობა 100 მეტრომდე ბეტონის გზა, დაიხრეშება და მოსწორდება სოფელ ონჯოხეთის საავტომობილო გზა, ასევე ბელთაძეების უბანში დაიხრეშება საავტომობილო გზა და მოეწყობა წყალგამტარი არხი. გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 20 000 ლარია გამოყოფილი,"- ნათქვამია ვანის მერიის მიერ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, ამ ეტაპზე რომელი პროექტის განხორციელება იქნება მათი სოფლისთვის პრიორიტეტული, სწორედ ამიტომ მივესალმები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ აღდგენას და მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით ვანში ბევრი კარგი პროექტი დაიგეგმება და განხორციელდება,"- აღნიშნა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დღეს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


ნანახია: 555-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი