Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დაგიჯდებათ ფრენა ახალ ევროპულ მიმართულებებზე ქუთაისიდან

თარიღი : 3-02-2019, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება.

კერძოდ, საუბარია, ეინდჰოვენის (ამსტერდამი), შარლერუას (ბრიუსელი), ტალინის, კოპენჰაგენის, ბარისა და ბაზელის მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით ფრენებს Wizz Air-ი ქუთაისიდან 1-ლი აგვისტოდან დაიწყებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი ამ ახალ მიმართულებებზე ფრენა.

როგორც ამ ეტაპზე კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ქუთაისი-ეინდჰოვენი-ქუთაისის მიმართულებით, ერთი გზა 85 ლარიდან, დაბრუნება კი 250 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი; ქუთაისი-ბრიუსელი(შარლერუა)-ქუთაისის რეისზე ბილეთის ფასი ერთი გზა 85 ლარიდან იწყება; დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი 300 ლარამდე აღწევს; ტალინის მიმართულებით ქუთაისიდან გაფრენა დაახლოებით, 70 ლარიდან დაგიჯდებათ, უკან დაბრუნებისას კი ბილეთის ფასი 250 ლარიდან იწყება; კოპენჰაგენის მიმართულებით ერთი გზა 140 ლარიდან იწყება, ქუთაისში დაბრუნებისთვის კი ბილეთის ფასი დაახლოებით, 250 ლარიდან იწყება; ქუთაისი-ბარი-ქუთაისის რეისზე ერთი გზის ფასი 77 ლარიდან, დასაბრუნებელი ბილეთის საფასური კი 300 ლარის ფარგლებშია; რაც შეეხება ბაზელს, აგვისტოში ქუთაისიდან გაფრენა დაახლოებით 85 ლარიდან; ხოლო საქართველოში დაბრუნება - 254 ლარიდან დაგიჯდებათ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air-ი ამ ეტაპზე ევროპის 22 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისე.


ნანახია: 1974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
„პეგასუსი" ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
დაინტერსებულ მკითხველს გაწვდით სიას, თუ რომელი ავიაკომპანია რა ფასად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან, სხვადასხვა
ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი აირბას A320 და 230 ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით.
არასამათავრობო ორგანიზაცია 'ჯანდაცვის პლატფორმა' ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ

ამინდი