Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაიტანეთ კიკვიძე,'- ქუთაისში ონლაინკამპანია იწყება

თარიღი : 31-01-2019, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ონლაინ კამპანია „გაიტანეთ კიკვიძე“ იწყება. კამპანიის ავტორი ქუთაისის მკვიდრი გიგა მელქაძეა.

კამპანიის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს და მის ადგილას საქართველოს პირ ელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის განთავსებას ითხოვენ.

„ძვირფასო თანაქალაქელებო, ახლობლებო, ზოგადად მეგობრებო და სოციალური ქსელის მეგობრებო-ვისაც მიგაჩნიათ, რომ ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის ნაცვლად უნდა იდგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ძეგლი, შემოუერთდით ფეისბუქმოძრაობას-"გაიტანეთ კიკვიძე". სოციალურ ქსელში ყოველი შესვლის დროს დავდოთ პოსტი შემდეგი მოწოდებით-"გაიტანეთ კიკვიძე". თხოვნა გვაქვს, ეს ინფორმაცია გადასცეთ თქვენს მეგობრებს, გააზიარეთ და გადაამრავლეთ ეს პოსტი, რათა ამ მოძრაობამ მიიღოს მასიური ხასიათი. ამ შემთხვევაში იქნებ ქალაქის ხელმძღვანელობამ ყურად იღოს საზოგადოების მოთხოვნა-აღასრულოს კანონი და მოახდინოს კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი,“ - ამბობს მელქაძე.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მიმდინარე წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. იდეის ავტორები მისი ბიუსტის განთავსებას გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით ითხოვენ.

ქუთაისის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ გამოკითხვა უნდა ჩაატარონ იმის გასარკვევად, რა განთავსდეს გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სკვერში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ.


ნანახია: 517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერდში მდებარე წითელი არმიის სარდლის კიკვიძის ძეგლის შეურაცყოფის მესამე შემთხვევაა.
აღნიშნული საკითხი ბევრჯერ დაგვისვამს საკრებულოს სხდომაზე, თუმცა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების რეაგირება იგვიანებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ ქუთაისში.

ამინდი