Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მეოცნებეები: ვისაც არ ეზარება, ყველა ოცნების ქუდს იხურავს

თარიღი : 7-02-2014, 13:31 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები საკუთარ ამომრჩევლებს აფრთხილებენ.კოალიციის ქუთაისის ოფისში მხარდამჭერების განზრახ შეცდომაში შეყვანაზე საუბრობენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების პარალელურად, ქალაქში რამდენიმე პიროვნება გააქტიურდა, რომლებიც მოსახლეობასთან დადიან და კოალიციის მაჟორიტარების სახელით ეცნობიან. კოალიციას ჯერ არსად დაუსახელებია მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი და არც სიის შემადგენლობა გამხდარა ვინმესთვის ცნობილი. ვისაც არ ეზარება, ყველა იხურავს „ქართული ოცნების“ ქუდს. ეს კამპანია მიზანიმართულად ხორციელდება ჩვენი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანისა და გაღიზიანების მიზნით,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა მიქაძე.
მიქაძის თქმით, მათი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის ფაქტი საფიჩხიისა და ავტოქარხნის დასახლებებში დაფიქსირდა. მიქაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ „თვითმარქვია მეოცნებეები“ ყოფილ „ნაციონალებსა“ და „პატრიოტებს“ წარმოადგენენ.


ნანახია: 2351-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიქაძე ყოფილი ხელისუფლების დროს უნივერისტეტიდან სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს
მიქაძის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქალაქის საკრებულოს მეოცნებე დეპუტატების სია
მიქაძის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქალაქის საკრებულოს მეოცნებე დეპუტატების სია
„ჩვენ, რაც პარტიას ევალება, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. არჩევნები ხვალვე რომ დაინიშნოს, მზად ვართ," - ამბობს მანანა მიქაძე.
კოალიცია ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
კონფერენცია, რომელიც დღეს 15:30 საათზე დაიწყება, მედიისთვის დახურულია.

ამინდი