Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება

თარიღი : 30-01-2019, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს დაამონტაჟებს. გზების დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სიჩქარის გადამეტებით და ფატალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, საზოგადოებამ უწყებას შესაბამისი ღონისძიებების მიღება სთხოვა.

"ბოლო შემთხვევა 14 იანვარს მოხდა, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. 16 იანვარს მივმართეთ გზების დეპარტამენტს, რათა შსს-სთან ერთად ქმედითი ღონისძიებები გაეტარებინა. პასუხში გვწერენ, რომ მიმართავენ შესავამის ზომებს. დაამონტაჟებენ სიჩქარის შემზღუდველებს. მთავარია, დროულად გააკეთონ,”-ამბობს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ქეთი ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოებისათვის თებერვლის თვის დასაწყისიდან ვიდეოკამერები უნდა ჩაირთოს. გზაზე ასევე მუდმივ რეჟიმში კონტროლი უნდა განახორციელოს პატრულის ეკიპაჟმა.


ნანახია: 1027-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ სამ ახალგაზრდას გლოვობს.
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ვიდეოკამერების განთავსებას
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია 25 თებერვალს, ღამით მოხდა.