Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

თარიღი : 29-01-2019, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს.

ქუთაისის მერის ინიცირებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდება. ამ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს.

ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. ​

ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.


ნანახია: 811-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ,,ჰერცეპტინის" ღირებულების 80 % აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
რა ხდება ხვალ იმერეთში? 07.12.2013 ანონსი
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა.

ამინდი