Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბანკი აშანტაჟებს იმ ადამიანის ოჯახს, რომელსაც ავტომატი უჭირავს ხელში, ქვეყნის საზღვრებს იცავს და რომ დაღამდება, გაუთენდება თუ არა, არ იცის"

თარიღი : 27-01-2019, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე სახელმწიფო ორგანოებს მიმართავს და მათ ბანკების შანტაჟის პოლიტიკით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ჩიგოგიძის თქმით, საფინანსო სექტორი ყოველგვარ ზღვარს გადადის, რაც სახელმწიფომ ჩარჩოში უნდა მოაქციოს.

„საფინანსო ორგანიზაცია „კრედო ბანკი“ ყოველგვარ ადამიანურ და კანონის შესაბამისობას გაცდა. ეს დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ პროცესებში მრავალი ადამიანი არის ჩათრეული. ოჯახს სესხი გამოაქვს იმ შესაძლებლობით, რაც გააჩნია და იხდის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო უგვიანდებათ თანხის შეტანა, მაგრამ უარს არ აცხადებენ თანხის გადახდაზე. მხოლოდ ითხოვენ შეღავათს და იმას, რომ ბანკმა თანხა გადაუნაწილოს და გადახდა შეაძლებინოს. მიუხედავად ამისა, მუქარებით, უხეში და მაღალი ტონით აშანტაჟებენ ადამიანებს და ეუბნებიან: სახლს გაგიყიდით, დაგიყადაღებთ ყველაფერს, ძალით ამოვიღებთ და ა.შ აღნიშნული სატელეფონო საუბრების შემდგომ, ხშირია მსესხებლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები, ამ საკითხზე კონტროლი კი ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან და მათ მოვუწოდებთ, კანონის შესაბამისად დაიწყონ საბანკო საქმიანობის ამგვარი ფორმატის გაკონტროლება. პირადად ჩვენს ორგანიზაციას იმერეთიდან სამმა მსესხებელმა მოგვმართა იმ პრობლემით, რომ „კრედო ბანკი“ უსამართლოდ და უსინდისოდ მოექცა მათ, ძალდატანებით, მუქარებითა და შანტაჟით თხოვენ შეუძლებელი გრაფიკით შეუძლებელი თანხის გადახდას. ბანკი ამგვარად ექცევა კაცს, რომელსაც ავტომატი უჭირავს ხელში, სახელწიფო საზღვრებს იცავს, იცავს ქვეყნის სიმშვიდეს და რომ დაღამდება, გაუთენდება თუ არა, ღმერთმა იცის. ბანკი კი ამგვარი ადამიანის ოჯახს აშანტაჟებს, ატერორებს და შეუძლებელი თანხის გადახდას სთხოვს. ადამიანს სესხის გადახდის საშუალებას არ აძლევენ. ამგვარი ადამიანებისათვის უნდა იბრძოლო, რომ ისინი მშვიდად და თბილ კაბინეტში ისხდნენ? სირცხვილია! მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს, მკაცრად გააკონტროლონ ბანკების ეს ამაზრზენი ქმედება,“ -ამბობს ირაკლი ჩიგოგიძე.


ნანახია: 3386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 'ლიბერთი ბანკმა' მიიღო - 17 710 297
ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.

ამინდი