Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 6-02-2014, 20:04 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: მაინტერესებს როგორ ისჯება სატრანსპორტო საშუალების ქურდობა?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად: ქურდობა, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ–ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. კითხვა: მაინტერებს, რა ვადაშია ვალდებული ქალაქ ქუთაისის მერია გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად:თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

3. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როდის თავისუფლდება წვევამდელისამხედრო სამსახურში გაწვევისაგან?

პასუხი:განგიმარტავთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს; ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

4. კითხვა: მოგახსენებთ, რომ ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მაინტერესებს ითვალისწინებს თუ არა რაიმე სახის შეღავათს საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისას ჩემს მიმართ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები–ყველა სარჩელზე.

5. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის დატაცება?

პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით –გამოიწვევს გაფრთხილებას.

ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი













ნანახია: 2475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა ტიპის ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის?,-ამ
როგორ ისჯება ამომრჩევლის მოტყუება?რომელი ინფორმაციის გასაიდუმლოებაა დაუშვებელი?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა?ვინ თავისუფლდება
რა ტიპის ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის?,-ამ
დაიშვებიან თუ არა არასრულწლოვნები ბარსა და ღამის კლუბებში ღამის საათებში?აკრძალულია თუ არა არასრულწლოვნისათვის ალკოჰოლური

ამინდი