მარგველაშვილმა იმერეთში წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო
თარიღი : 26-08-2013, 14:29 | კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კოაბიტაცია ვერ შედგა და ე.წ.კოაბიტაცია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება. ეს განცხადება მარგველაშვილმა თერჯოლაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. თერჯოლაში პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ჩავიდა. ხელისუფლებიდან მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ხოლო ხელოვანებიდან მსახიობები -კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი ახდნენ.თერჯოლის შემდეგ მარგველაშვილი ტყიბულის სოფელ ორპირში შეხვდება ამომრჩევლებს, ხოლო შემდეგ თავად მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.