Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კვლევის თანახმად, საქართველოში რადიოს ყველაზე ხშირად ქუთაისში უსმენენ

თარიღი : 6-02-2014, 18:59 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
საქართველოში რადიოს ყველაზე ხშირად ქუთაისში უსმენენ. ამ დასკვნამდე მივიდა რადიორეიტინგების კვლევა, რომელიც 2013 წლის განმავლობაში, "მარკეტ ინთელიჩენტ კაუკასუს" (TNF) ატარებდა.
კვლევის თანახმად, რადიოს ყველაზე ხშირად უსმენენ ქუთაისში, კერძოდ, კი რადიოს უსმენს ქუთაისის მოსახლეობის 58% კვირაში ერთხელ მაინც. თბილისში კი ეს მონაცემები 54%-ია. ქუთაისის შემდეგ რადიოს ასევე ხშირად უსმენენ ახალციხეში. აქ მოსახლეობის 57% უსმენს რადიოს, ასევე რუსთავში უსმენენ ხშირად, მოსახლეობის 56%. ხოლო ყველაზე ნაკლებად უსმენენ რადიოს ზუგდიდში. აქ რადიოს მხოლოდ 12% უსმენს.
კვლევების თანახმად, რადიოს მსმენელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის განმავლობაში, კერძოდ კი, 2013 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობის 44%-მა თქვა, რომ რადიოს კვირაში ერთხელ მაინც უსმენდა, ეს რიცხვი 52%-მდე გაიზარდა უკვე 2013 წლის დეკემბერში.
გარდა ამისა, კვლევებით დადგინდა, რომ მოსახლეობა რადიოს ახლა უფრო მეტხანს უსმენს, თუ ერთი წლის წინ საშუალო სტატისტიკური რადიომსმენელი რადიოს 68 წუთის განმავლობაში უსმენდა, ახლა ის რადიოს 91 წუთის განმავლობაში უსმენს.
კვლევას მხარს უჭერს აირექსი, ის დაფინანსებულია USAID მიერ.


ნანახია: 2064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რადიოს განახლებაზე ლევან ქემოკლიძე ზრუნავს, რომელიც რადიო 'რიონი'-ს ხელმძღვანელად დაინიშნა.
გამოკითხულთა 67.31% თვლის, რომ მოქალაქეებს უსმენენ. 15.38%-ს მიაჩნია, რომ მოსმენები აღარ ხდება. ხოლო 17.31% აცხადებს, რომ
ფხაკაძეების ოჯახი 9 წლის თათია ფხაკაძის ძებნაში ინტერპოლის ჩართვას ითხოვს , წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება. როგორც
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით
ციხის სკანდალური კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ციხეებში სიტუაცია ისევ საგანგაშოა.

ამინდი