Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასჯელაღსრულების სამინისტრო გეგუთის დაწესებულებაში ძველი კადრების დაბრუნებას უარყოფს

თარიღი : 6-02-2014, 17:22 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
სასჯელაღსრულების სამინისტრო გეგუთის დაწესებულებაში ძველი კადრების დაბრუნებას უარყოფს.
სამინისტროს ცნობით, რამდენიმე კვირაა, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები პროვოკაციას გეგმავენ.

“ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში ძველი კადრები დაბრუნდნენ, სიმართლეს ისევე არ შეესაბამება, როგორც საუბარი არასათანადო მოპყრობასა და გაუსაძლის პირობებზე. მსჯავრდებულებმა დღეს სრულიად შეგნებულად თქვეს უარი თბილი ტანსაცმლის მიღებაზე, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს დაწესებულების ადმინისტრაცია მათზე ზეწოლას ახორციელებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე კვირაა, ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები პროვოკაციას გეგმავენ. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობა სახალხო დამცველსა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელს.

პროვოკაციის მცდელობა უკავშირდება იმას, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, დაწესებულებაში ვითარება შეიცვალა და მსჯავრდებულებს შეეზღუდათ ის თავისუფლება, რაც სცდებოდა სარეჟიმო მოთხოვნების ზღვარს, გარდა ამისა, გატარდა რამდენიმე სარეჟიმო ღონისძიებაც. სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულები ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით შექმნან არასტაბილური გარემო, რათა შესუსტდეს მათზე კონტროლი, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კანონის სრული დაცვით ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს”, - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით,იგივე მოთხოვნით, მე-6 დაწესებულებაში - 8, მე-7 დაწესებულებაში - 21, მე-8 დაწესებულებაში -
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს დღეს სახალხო დამცველის იმერეთის ოფისის რწმუნებულები შეხვდნენ.