Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ მუშაობის მსურველ ქართველებს?-დაზარალებულთა ისტორიები

თარიღი : 20-01-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ემიგ­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ასიათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი კი ბოლო წლებ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის კუ­თხით შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. დამ­საქ­მებ­ლე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი ხდებიან. ერთ– ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მო­ა­ტყუა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლის გა­მომ­ძალ­ვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, ამი­ტომ ოჯახ­მა და­ი­წყო შუ­ა­მა­ვა­ლი პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, ვინც ამა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ.

"ახ­ლობ­ლებ­მა ხა­შუ­რელ ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბა გვირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც მათი თქმით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­მუ­შაოდ უშ­ვებ­და ადა­მი­ა­ნებს, მათ­თვის დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ებს იძი­ებ­და და და­საქ­მე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამ ქალ­ბატონს შევ­ხვდით, ვე­სა­უბ­რეთ, საკ­მა­ოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. რომ ჩა­ვი­დო­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, იქ უნდა დახ­ვედ­რო­და დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­ეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, წ­ა­ეყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ა­ში და და­პი­რე­ბი­სა­მებრ და­ე­საქ­მე­ბი­ნა. ეს პი­რო­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც ჩადო, რო­მელ­საც ჩვენ მო­ვა­წე­რეთ ხელი და გა­და­ვუ­ხა­დეთ 500 ლარი. რო­დე­საც ჩა­ვი­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, მას მარ­თლაც დახ­ვდა იქ ერთი პირი, რო­მელ­მაც სას­ტუმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბის ნაც­ვლად იქ და­ტო­ვა და გა­უ­ჩი­ნარ­და. არც ენა იცო­და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, არც იმ­დე­ნი თან­ხა ჰქონ­და, რომ გზა უპ­რობ­ლე­მოდ გა­ეკვლია. დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წია ღა­მე­ე­ბის ქუ­ჩა­ში გა­თე­ვა, შემ­დეგ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა. ჩვენ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით შუ­ა­მა­ვალ ქალს და ვთხოვ­დით პა­სუხს იმის გამო, რაც მოხ­და, მაგ­რამ ის არც რე­ა­გი­რებ­და. რომ არ გავ­ჩერ­დით, ამ ქალ­მა და­რე­კა პო­ლო­ნეთ­ში, რის შემ­დე­გაც უცხო პირ­მა მი­ა­კი­თხა ჩემს მე­უღ­ლეს და სა­მუ­შა­ო­ზე მო­წყო­ბის მიზ­ნით პო­ლო­ნეთ­ში, მი­უ­ვალ პე­რი­ფე­რი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა, და­ა­საქ­მა ცეხ­ში სა­დაც გა­უ­საძ­ლის, მო­ნურ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია ცხოვ­რე­ბა, სა­დაც არ იყო არც კვე­ბის და არც ჰი­გი­ე­ნის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი, ზოგ­ჯერ არ უხ­დიდ­ნენ კუთ­ვნილ ხელ­ფას­საც,"– ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე.

თით­ქმის მსგავს ის­ტო­რი­ას ყვე­ბა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ლუ­სი­ა­ნე თო­რი­ას ოჯა­ხიც. სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის ერთ-ერ­თმა ფირ­მამ მა­მა­კაცს პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნან­ში რეს­ტო­რან­ში მზა­რე­უ­ლის მო­ად­გი­ლედ და­საქ­მე­ბა და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზა. და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­სა და დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორმ­და, თუმ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­სულ თო­რი­ას რეს­ტორ­ნის ნაც­ვლად მუ­შა­ო­ბა ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­ბი­ნატ­ში მო­ნურ პი­რო­ბებ­ში და თვე­ში 250 დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­უხ­და. მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე ლა­მა­რა კვერ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ და­საქ­მე­ბის კომ­პა­ნი­ამ მისი მე­უღ­ლე მო­ა­ტყუა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კაცს საკ­ვე­ბად მხო­ლოდ ერთ ნა­ჭერ პურს და პა­ტა­რა თეფ­შით ბრინჯს აძ­ლევ­დნენ. იმის გამო, რომ მას სამ­შობ­ლო­ში გა­მო­სამ­გზავ­რე­ბე­ლი თან­ხა არ ჰქონ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

რო­გორ არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს?

შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს საქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად 2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი თუ კონ­ვენ­ცი­ე­ბიც.
წე­სით „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სფე­როს სრულ­ყო­ფილ სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბა­სა და სან­ქცი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, რაც და­ი­ცავ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს თაღ­ლი­თურ სქე­მე­ბე­ში ჩაბ­მის­გან. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ეს კა­ნო­ნი ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს. კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს დამ­საქ­მებ­ლებს და­რე­გის­ტრირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და და­იც­ვას საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბე­ბი. თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი არ და­რე­გის­ტრირ­და ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მისი დას­ჯის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი არის ჯა­რი­მა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით პირ­ველ ჯერ­ზე, ხოლო 1 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა მე­ო­რე ჯერ­ზე. რა ხდე­ბა მე­სა­მე, მე­ო­თხე ან თუნ­დაც მე­ო­ცე ჯერ­ზე ეს კა­ნო­ნით არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ არ არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ უარ­ყო­ფენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ­ყო­ფას სა­ჭი­რო­ებს და აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო იწყებს სის­ტე­მუ­რი და ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას ამ კუ­თხით.

ერთი თვის წინ შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლო შე­იქ­მნა. რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელზა ჯგე­რე­ნა­ი­ამ განაცხადა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა პი­რებ­მა ლე­გა­ლუ­რად შეძ­ლონ ღირ­სე­ულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში და­საქ­მე­ბა.


ნანახია: 787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი
გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

ამინდი