Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„გვიშველეთ, არ გვინდა სიკვდილი,"- ქუთაისში გაზის ის მილები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავს „დასკოჩეს"

თარიღი : 18-01-2019, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ბუნებრივი აირის ის მილები, საიდანაც გაზი ჟონავს, „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა წებოვანი ლენტით შეფუთეს.

„ნებისმიერ დროს შეიძლება კორპუსი აფეთქდეს. ჩვენ ვართ სიკვდილის რიგში. გაცვეთილი გაზის მილებიდან, ბუნებრივი აირი ჟონავს, ამათმა კიდევ ის დასკოჩეს. გთხოვთ დაგვეხმაროთ,“- აცხადებენ ადგილობრივები.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო "სოკარ გაზის" ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს თემურ ხვინგიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.

"აუარებელი ზარები შემოდის, ჩვენი ჯგუფები გადის ყველა გამოძახებაზე და ცდილობენ პრობლემის დროებით მოგვარებას, შემდეგ კი დაუყონებლივ მოხდება, ყველა პრობლემის სისტემური მოგვარება,"- აცხადებს თემურ ხვინგია.

ირაკლი ვაჩიბერაძე

„გვიშველეთ, არ გვინდა სიკვდილი,"- ქუთაისში გაზის ის მილები, საიდანაც ბუნებრივი აირი  ჟონავს „დასკოჩეს"


ნანახია: 6802-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.

ამინდი