Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს უმასპინძლებს

თარიღი : 18-01-2019, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
27 იანვარს ქუთაისის ტურიზმის ცენტრი, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა ქალაქს, გაეცნობა მის ტურისტულ პოტენციალს და მოინახულებს ტურიზმის ცენტრს.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, მასპინძელი ქვეყანა არჩევნების მეთოდით ინიშნება. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები, ჯამში 90-მდე ქვეყანის წარმომადგენელი.

საქართველოს კანდიდატურამ აღნიშნული გამარჯვება ტაილანდისა და ნიუ-იორკის წინააღმდეგ მოიპოვა 2017 წელს.

"აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ღონისძიების მასშტაბები, რადგან საქართველოს ტურიზმის სფეროს ისტორიაში, ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბების ღონისძიებას, რომლის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ დიდია და შეადგენს 2 კვირას. კონგრესს ესწრება 300 ტურისტული გიდი და სფეროს ექსპერტი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში (გარდა ესტონეთისა), რომელსაც მიეცა საშუალება ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის. გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, რომლის ხანგრძლივობაც გახლავთ 5 დღე, ღონისძიება მოიცავს კონგრესის პრე და პოსტ ტურებს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას და ემსახურება ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის და რეგიონების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით,"-ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრე-ტურის ფარგლებში მონაწილეები 3 დღით გაემგზავრებიან მცხეთისა და კახეთის რეგიონებში, რათა გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ქართულ მეღვინეობასა და ტრადიციებს. ესტუმრებიან გორს, ბორჯომს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს.

მონაწილეები ასევე 5 დღეს დაჰყოფენ დასავლეთ საქართველოში, სადაც ისინი მოინახულებენ წყალტუბოს, ქუთაისს, ბათუმსა და მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიებს.

ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, საქართველო გაიმყარებს პოციზიებს. გარდა ამისა, მოხდება საქართველოს რეგიონებისა და სხვადასხვა ტურისტული დესტინაციების პოპულარიზაცია.


ნანახია: 675-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს საქართველო 2 წელიწადში თბილისსა და
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი
მოეწყო აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოგამოფენა და შედგა აჭარის ტურისტული შესაძლებლობების ვიდეო პრეზენტაცია.
ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლების მსოფლიო თასის გათამაშება იმართება.

ამინდი